Saturday, April 16, 2016

   ტრენინგზე ვისწავლე საქაღალდეში დოკუმენტების შენახვა. გავეცანი პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტს. ვისწავლე დაგეგმვა. განვიხილეთ საპროექტო იდეები.
    ვისწავლე საქაღალდეებში ფაილების შენახვა. სტანდარტების შერჩევა და  შაბლონში გადატანა. ინდიკატორებიდან გამომდინარე ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნების დაწერა და სასწავლო გეგმის შაბლონში შეტანა.
    ვნახე განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე, გავეცანი მათი წერის რჩევების დოკუმენტს. ვისწავლე კითხვების წერა ღრუბლებში.
    განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ეტაპები, შეფასების ხუთი სტადია. სტანდარტში აღწერილი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.ვისწავლე შეფასების დროის ჩარჩოს შევსება.
    ვისწავლე რა მიზნით და  რა დროს ვიყენებთ ჩვენ მიერ შერჩეულ მეთოდებს და ინსტრუმენტებს. ვისწავლე სასწავლო პროცედურების გაწერა.გავწერეთ დიფერენცირებული სწავლება. ვისწავლე გეგმის შევსება და ატვითვა.
    გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაცია, მივაბით პორტფოლიო ბლოგებს.

No comments:

Post a Comment